თუ ფუტკარმა გიკბინათ - როგორ დავიმუშაოთ ნაკბენი არე?

თუ ფუტკარმა გიკბინათ - როგორ დავიმუშაოთ ნაკბენი არე?

რამდენიმე რეკომენდაცია.

ზაფხულში ხშირია ინსექტური ალერგია, რაც მწერების ნაკბენის მიმართ ალერგიას ნიშნავს.

თუ ფუტკარმა გიკბინათ და უჩივით წამიერ, უეცარ ტკივილს, წვის შეგრძნებას, შენიშნეთ შეშუპება თუ შეწითლება ნაკბენის გარშემო, მსუბუქი ფორმის რეაქცია გაქვთ; მსგავს კლინიკურ შემთხვევებში დისკომფორტი რამდენიმე საათის შემდეგ ქრება.

საშუალო ხარისხის რეაქციის დროს სიმპტომები უფრო მწვავეა (ძლიერი სიწითლე, ნაკბენი არეს შეშუპება); მსგავს კლინიკურ შემთხვევებში მდგომარეობა უმჯობესდება 5-დან 10 დღის ვადაში.

ანაფილაქსია (მწვავე ალერგიული რეაქცია) სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და პაციენტი დროულად უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, აუცილებელია სასწრაფო დახმარება.

დიაგნოსტირება
თუ ერთხელ მაინც გამოგივლინდათ რეაქცია ფუტკრის ნესტარის მიმართ, სავარაუდოდ, ალერგიული ხართ ფუტკრის შხამზე.

დიაგნოსტირებისთვის ალერგოლოგი დანიშნავს შემდეგ კვლევებს:

  •  კანის ალერგიული ტესტი;
  •  სისხლის ალერგიული ანალიზი.

თვითმკურნალობა

მწვავე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში დაუშვებელია თვითმკურნალობა, გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, დაზარალებული დროულად გადაიყვანეთ კლინიკაში.

მსუბუქი რეაქციის დროს რეკომენდებულია:

  •  თუ შეძლებთ, სასწრაფოდ და მაქსიმალურად ფრთხილად მოიცილეთ ნესტარი კანის ზედაპირიდან;
  •  ნაკბენი არე წყლითა და საპნით ჩამოიბანეთ;
  •  დაზიანებულ არეზე დაიდეთ ცივი საფენი. საშუალო სიმძიმის რეაქციის დროს რეკომენდებულია:
  •  კანის ზედაპირიდან ფრთხილად მოიცილეთ ნესტარი;
  •  ნაკბენი არე ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით;
  •  დაიდეთ ცივი საფენი;
  •  დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი;
  •  თუ ფუტკარმა გიკბინათ ხელზე ან ფეხზე, კიდური მაღლა ასწიეთ;
  •  შეშუპების, ქავილისა და სიწითლის შესამცირებლად წაისვით ლოსიონი ან კრემი (აფთიაქში შეგირჩევენ, უთხარით მიზეზი);
  •  მოერიდეთ ნაკბენი არეს გაღიზიანებას, დაუშვებელია დაკაწვრა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bee-stings/diagnosis-
treatment/drc-20353874