კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - თოდუას კლინიკა

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი - თოდუას კლინიკა

ამ კლინიკის ისტორია ბევრ გადარჩნილ სიცოცხლეს, უამრავ აღზრდილ პროფესიონალს და საოცარ ამბებს იტევს. კლინიკის დამფუძნებელია ფრიდონ თოდუა, რომლის რეგალიებსაც არ ჩამოვთვლი, რადგან ყველამ იცის მისი მიღწევები და ღვაწლი სამედიცინო სფეროში. აკადემიკოსის აზრით, წარმატების მთავარ წინაპირობას პროფესიონალთა გუნდი წარმოადგენს: „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოვიზიდოთ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მონდომებული და საქმისათვის თავდადებული ადამიანები. საუკეთესო რამ, რასაც ვაკეთებთ ჩვენთვის და დარგის მომავლისთვის, პროფესიულ ზრდა-განვითარებაში ინვესტირებაა.  შედეგად, ვიღებთ პროფესიონალიზმს, რომელიც თავის მხრივ, ხარისხის გარანტიას წარმოადგენს“. 1991 წლიდან დღემდე კლინიკა ამართლებს მის სიტყვებს. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა სერტიფიცირებულია ISO 9001:2008 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ბრიტანული ორგანიზაციის Lloyd’s Register - ის მიერ

2015 წელს ინსტიტუტს გამოკვლევებისათვის და მკურნალობისთვის 40 000-ზე მეტმა პირველადმა პაციენტმა მიმართა. პაციენტებს შორის  მაღალია უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობა. ჩატარდა 4000-ზე მეტი გეგმიური ქირურგიული მკურნალობა.  ადამიანები ნდობას უცხადებენ ინსტიტუტს და კლინიკის ექიმებს.

კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილება: 4 მრავალშრიანი (64-დან 640 შრემდე) კომპიუტერული ტომოგრაფი,  Toshiba-ს ფირმის 640 შრიანი  “AQUILION ONE”, საშუალებით სხვა კვლევებთან ერთად კეთდება არაინვაზიური კომპიუტერულ ტომოგრაფიული კორონაროგრაფია.

მაგნიტურ-რეზონანსული  ტომოგრაფიის განყოფილება:  5 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი  - სამი 1,5 და ორი 3 ტესლა სიმძლავრის. ადამიანის სრული სხეულის გამოკვლევის შესაძლებლობა (Whole body MRI), მრ-მამოფრაფია, მაგნიტურ რეზონანსული სპექტროგრაფია, ტრაქტოგრაფია, ლივერლაბი, დიფუზია და სხვა სადიაგნოსტიკო პროგრამები. ფრიზ-პროგრამა ბავშვებისა და მძიმე პაციენტების გამოკვლევისათვის სუნთქვის შეჩერების გარეშე.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილება:  პრემიუმ კლასის ულტრაბგერითი აპარატურა, დოპლეროგრაფია, ელასტოგრაფიის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით.

რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის განყოფილება:  3 ციფრული რენტგენოგრაფიული აპარატი დიგიტალური ფლუოროსისტემით და  მამოგრაფით

რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი: Varian-ის ფირმის (აშშ) 2 უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებელი  TrueBeam. 3D გამოსახულების მიღებისა და მკურნალობის ტექნოლოგიების სინქრონიზაციით, 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული სხივური თერაპია, IMRT ინტენსივობა-მოდულირებული სხივური თერაპია, RapidArc, SRS/SBRT სტერეოტაქსიური  რადიოქირურგია/სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია. უზრუნველყოფს ზუსტ გამოსახულებაზე დაფუძნებულ სხივურ თერაპიას, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების მაქსიმალური დაცვით.

ქიმიოთერაპიული განყოფილება : ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და ტარგეტული თერაპია.

ბირთვული მედიცინის განყოფილება:  ფირმა SIEMENS-ის 2 გამა-კამერით სხვადასხვა ტიპის რადიოიზოტოპური კვლევებისთვის.

ენდოსკოპიის და ენდოქირურგიის განყოფილება:  ფირმა OLYMPUS -ის Exera-II და Exera-III  თანამედროვე ციფრული ენდოსკოპიური აპარატებით.

უახლესი კლინიკური, იმუნოლოგიური, ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები.

სრულად ავტომატიზირებული პათომორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური ლაბორატორია

მოლეკულური დიაგნოსტიკის და ონკოლოგიური გენეტიკის ლაბორატორია.

5 საოპერაციო ბლოკი: თორაკო-აბდომინალური, უროლოგიური, გინეკოლოგიური, მამოლოგიური, ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული და ნეიროქირურგიული ჩარევისთვის -  ენდოქირურგიული და 3D ლაპარასკოპიული ტექნიკითკლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს მჭიდრო საქმიანი კონტაქტები აქვს ევროპის და ამერიკის მრავალ წამყვან კლინიკასთან.

ინოვაცია,  პროფესიონალიზმი და ხარისხი - ეს არის ის სამი ძირითადი კომპონენტი, რამაც  განაპირობა  კლინიკის უპირობო ლიდერობა  საქართველოს სამედიცინო ბაზარზე.  ეს არის გარემო, სადაც პაციენტები თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობენ; თანამშრომლები - ამაყი და მოტივირებულები, ხოლო პარტნიორები - ყოველთვის კმაყოფილნი არიან.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

სერვისები

ტეგები: