ჩვენი ორგანიზაციის შვილობილმა კომპანიამ აი-ლაბ I-Lab ლაბორატორიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრთან.
რა უნდა იცოდეთ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის შესახებ?
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ჯანდაცვის სექტორში.
კლინიკა გამორჩეულია ინფრასტრუქტურით, ულტრათანამედროვე აღჭურვილობით - პაციენტები ერთ სივრცეში სარგებლობენ საერთაშორისო სტანდარტის, თანამედროვე სამედიცინო მომსახურებით.
დღეის მონაცემებით, თბილისში ფუნქციონირებს რამდენიმე ფილიალი, ამასთან, ბათუმსა და ფოთში გაიხსნა ახალი კლინიკები; რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება ეძლევა ადგილზე მიიღოს დედაქალაქში ხელმისაწვდომი ყველა საჭირო სერვისი.
კლინიკა ყოველთვის ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე მედიცინის გამოწვევას, იყოს ნოვატორი - ცენტრის მთავარი პრიორიტეტი პაციენტის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი არის ადგილი, სადაც თქვენი ჯანმრთელობა პროფესიონალების ხელშია!