Med 11

Med 11

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორთა სიას ახალი კომპანია შეემატა.

ჩვენმა ორგანიზაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სამედიცინო ცენტრ Med 11-თან, რომელიც წარმოადგენს გერმანული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ქართულ ფილიალს.

აღსანიშნავია, რომ Med 11-ის ძირითადი პროფილი პაციენტების (როგორც მძიმე, ისე მსუბუქი სიმძიმის) გადაყვანაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე აეროპორტში და აეროპორტიდან, ხოლო პანდემიის დროს წარმატებით ახორციელებს პაციენტების ადგილზე მომსახურებას.

დღეიდან ჩვენი ორგანიზაციის მეშვეობით, საშუალება გეძლევათ ბინაზე გამოიძახოთ კვალიფიციური მედ-პერსონალი, ჩაიტაროთ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია (გადასხმა, სასუნთქი გზების სანაცია, პერიფერიული ვენისა და შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, ელექტროკარდიოგრამის გადაღება და სხვა).

Med 11-ის ყველა რეანომობილი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით.

Med 11 ემსახურება პაციენტებს 15 წლიდან - ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით სარგებლობა შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორი კომპანია ასევე გთავაზობთ კორონავირუსის დიაგნოსტირებასა და მასთან დაკავშირებულ ლაბორატორიულ კვლევებს თქვენთვის სასურველ ადგილზე.

თუ გსურთ ჩაიტაროთ ტესტი COVID-19-ზე ყოველგვარი რიგისა და ზედმეტი პროცედურის გარეშე, დაგვიკავშირდით!

 

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

 

სიახლეები

ტეგები: