ბათუმის სამედიცინო ცენტრი

ბათუმის სამედიცინო ცენტრი

ბათუმის სამედიცინო ცენტრი მრავალპროფილური კლინიკაა.

იგი წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ, 266 საწოლისგან შემდგარ სამედიცინო ცენტრს, სადაც პაციენტები სარგებლობენ ექსკლუზიური სერვისებით.

კლინიკა გამორჩეულია ინფრასტრუქტურით, ულტრათანამედროვე აღჭურვილობით.

უმაღლესი ხარისხის სტაციონარული და ამბულატორიული სერვისების მიწოდება ხორციელდება მოწვეული და ადგილობრივი პროფესიონალი, გამოცდილი, გულისხმიერი ექიმებისა და ექთნების გუნდის მიერ; აღსანიშნავია, რომ ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოღვაწეობენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი თითქმის ყველა წამყვანი კლინიკიდან მოწვეული სპეციალისტები.

დაწესებულებაში მუდმივად ხორციელდება ინოვაციური სერვისების შემუშავებისა და დანერგვის პროცესი - კლინიკის მთავარი პრიორიტეტია პაციენტის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში დანერგილია შემდეგი სერვისები:

  • გადაუდებელი მედიცინა;
  • რეანიმაცია;
  • თერაპია;
  • კარდიოლოგია;
  • ანგიოლოგია;
  • კათეტერიზაციის ლაბორატორია;
  • ნევროლოგია;
  • ნეიროქირურგია;
  • ოტო-რინო-ლარინგოლოგია;
  • ქირურგია;
  • ტრავმატოლოგია;
  • ოფთალმოლოგია;
  • უროლოგია;
  • ფსიქიატრია;
  • კრიზისული ინტერვენცია
  • სრული ამბულატორიული მომსახურება;
  • სამშობიარო ბლოკი და სხვა.

კლინიკამ მნიშვნელოვან ამოცანად დაისახა ისეთი სერვისების მიწოდება, რომელიც საზღვარგარეთ მკურნალობის ღირსეული ალტერნატივა იქნება.  

ბათუმის სამედიცინო ცენტრის VIP პალატები აღჭურვილია ტელევიზორებით, ინტერნეტით, ინდივიდუალური სველი წერტილებითა და პაციენტისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით.

სარეგისტრაციო სივრციდან დაწყებული სტაციონარით დამთავრებული კლინიკაში მომუშავე გუნდი მოტივირებულია შექმნას სანდო, სრულფასოვანი, ხარისხიანი, პაციენტზე ორიენტირებული გარემო. ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტმა და პაციენტის ახლობელმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ.

პაციენტი სამედიცინო მომსახურების სრული პაკეტით ერთ სივრცეში სარგებლობს.

კლინიკაში დასაქმებულია 500-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი. თითოეული მათგანის დამსახურებაა ის, რომ კლინიკაში განხორციელდა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, უამრავი ადამიანის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა.  

როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველა მნიშვნელოვანი რგოლი ერთ სივრცეშია, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა მანიპულაცია მინიმალურ დროში განახორციელონ.

კლინიკის ხელმძღვანელობისთვის თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია და დირექტორთა საბჭო მუდმივად ზრუნავს სამედიცინო თუ ადმინისტრაციული გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებაზე - პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად შექმნილია კომფორტული და სტაბილური გარემო.

წარმატებული და ეფექტური მკურნალობის მეთოდებით კლინიკას უამრავი მადლიერი, კმაყოფილი და გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

 

ტეგები: