NP Istanbul Brain Hospital

NP Istanbul Brain Hospital

სტამბოლის კლინიკა NP Istanbul Brain Hospital

 

20 წელზე მეტია NP Brain Hospital-ში წარმატებით მკურნალობენ ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიურ, ნევროლოგიურ დარღვევებს.

ამასთან, სტამბოლში მდებარე ცენტრი ემსახურება სხვადასხვა დამოკიდებულე-ბაზე მყოფ პაციენტებს.

ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილ ცენტრში დაავადებებს მართავენ მულტიდისციპლინური მიდგომით. კლინიკაში დანერგილია დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდები - მათ შორის რობოტული ქირურგია.

წარმატებით ტარდება ურთულესი ოპერაციები ზურგის ტვინზე. არაერთი პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, რომელმაც ცენტრს დეპრესიის, ეპილეფსიისა თუ პარკინსონის დაავადების დიაგნოზით მიმართა.

ყველაფერი 1998 წელს დაიწყო, როცა NP ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რომ გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიექცეს და შესაბამისად, განვითარდეს დარგი და საზოგადოების მენტალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ მიზნით, კლინიკა ეტაპობრივად აღიჭურვა სამედიცინო ტექნოლოგიებით, ინვესტიცია განხორციელდა კადრების გადასამზადებლად.

შრომამ შედეგი გამოიღო და Istanbul Brain Hospital თურქეთში პირველ სპეციალიზირებულ ნეიროფსიქიატრიულ საავადმყოფოდ იქცა. მისი პოპულარობა ქვეყნის მასშტაბებსაც გაცდა და ევროპაშიც გაითქვა სახელი, შესაბამისად, კლინიკაში დაინერგა სამედიცინო ტურიზმი და ორგანიზაციამ უცხოელი პაციენტების მიღებაც დაიწყო.

ცნობისათვის, თურქეთის სხვადასხვა ქალაქში და ასევე საზღვარგარეთ მყოფი პაციენტებისთვის კლინიკაში დანერგილია ტელეფსიქიატრია (ე.წ. ონლაინ თერაპია).

დაწესებულება ფლობს არაერთ პრესტიჟულ საერთაშორისო აკრედიტაციას.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს ზოგადი ქირურგიის, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის, შინაგანი მედიცინისა და პედიატრიის დეპარტამენტები - ექიმები ამ პროფილის დაავადებებსაც მართავენ.

ცნობისათვის, NP Istanbul Brain Hospital წარმოადგენს პირველ კერძო კლინიკას, სადაც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ფსიქიატრიულ პაციენტებს გადაუდებელ რეჟიმში.

NP Istanbul Brain Hospital პირველი და ერთადერთი საავადმყოფოა თურქეთში, რომელიც კლინიკურად იყენებს ფარმაკოგენეტიკურ მიდგომას დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში.

კლინიკა მომავალი ექიმების პროფესიულ განათლებაზეც ზრუნავს; იგი უსკუდარის უნივერსიტეტის (Uskudar University) პარტნიორია.

NP Istanbul Brain Hospital-ის ბაზაზეა დამოკიდებულების მართვის ცენტრი - კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

 

ტეგები: