MedicoMente

MedicoMente

ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორთა სიას უკრაინის ჯანდაცვის სისტემის კიდევ ერთი ლიდერი კლინიკა შეემატა.

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორი გახდა კიევში მდებარე თანამედროვე სამედიცინო ცენტრი MedicoMente, სადაც სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებას წარმატებით მკურნალობენ.

კლინიკას დასახმარებლად მიმართავენ პაციენტები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოსტიმულატორებზე, ალკოჰოლზე, სხვადასხვა სახის მედიკამენტზე, აზარტულ თამაშებზე.

კლინიკის კარი ასევე ღიაა ფსიქიკური დარღვევის მქონე პაციენტებისთვისაც.

ცენტრის მიზანია, რომ პაციენტი რაც შეიძლება ეფექტურად, უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ გათავისუფლდეს დამოკიდებულებისგან, დაუბრუნდეს ადეკვატურ, ჯანსაღი ცხოვრების წესს.

ამ კეთილშობილური მიზნის განხორციელებისთვის დაწესებულებაში მიიწვიეს მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებმაც განათლება და სამუშაო გამოცდილება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებში მიიღეს.

საერთაშორისო პროტოკოლისა და გაიდლაინების დაცვით, ექიმთა გუნდი მკურნალობის პროცესში იყენებს სერტიფიცირებულ მედიკამენტებს. რეაბილიტაციის კურსს ყველა პაციენტი გადის მშვიდ და კომფორტულ გარემოში.

MedicoMente-ში დანერგილია დიაგნოსტირებისა და კომბინირებული მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდები. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, პროგრამის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს პაციენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

 

ტეგები: