მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

იქ სადაც პატარა თავს კომფორტულად იგრძნობს,სადაც თბილად მიიღბენ,მშობელს სათანადოდ მიაწვდიან ყველანაირ ინფორმაციას და  თავს საიმედო ხელში იგრძნობთ.

ბავშვები ჩვენი მომავალია. ყველა მშობლისათვის მნიშვნელოვანია სანდო ექიმისა და კლინიკის ნახვა.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც  სამედიცინო დახმარების აღმოჩენა 0-18 წლამდე ნებისმიერი დიაგნოზის მქონე პაციენტისათვისაა შესაძლებელი. საავადმყოპო 35 წელია ფუნქციონირებს და დამეთანხმებით ეს დიდ გამოცდილებაზე მეტყველებს.კლინიკას  დღეისათვის 200-ზე მეტი მაღალკვალიფიციური ექიმი და 300-ზე მეტი ექთანი ემსახურება. მუდმივად ხდება სამედიცინო პერსონალის გადამზადება ევროპისა და ამერიკის  პარტნიორ კლინიკებში, ტარდება ერთობლივი კონფერენციები და კონსილიუმები. გაცვლითი პროგრამების ფარგლებში  ექიმები მრავალკვირიან სტაჟირებას გადიან ავსტრიის, გერმანიის და იტალიის კლინიკებში.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მე-4 დონის სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი ერთადერთი პედიატრიული კლინიკაა საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ყველაზე მძლავრი პედიატრიული კლინიკა ქვეყანაში, სადაც ყველაზე რთული პაციენტების კონტიგენტი იყრის თავს, არა მარტო საქართველოდან, არამედ ამიერკავკასიის რეგიონიდანაც.კლინიკა ყოველწლიურად ამბულატორიულ და სტაციონარულ რეჟიმში 60 000 ათასზე მეტ ბავშვს უწევს სამედიცინო მომსახურებას.დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში 0-15 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის განახევრებული და ამ მონაცემის მიხედვით ჩვენი ქვეყანა უკვე ახლოსაა ევროპული ქვეყნების სტატისტიკასთან.  ბავშვთა ასაკში სიკვდილიანობის შემცირების დადებით დინამიკაში, იაშვილის კლინიკის ექიმებს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან წლების განმავლობაში სწორედ იაშვილში დაინერგა ის აუცილებელი და დეფიციტური პედიატრიული სერვისები, რომლითაც ასობით ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი.იაშვილის კლინიკა ჩვენი პარტნიორი კომპანიაა,რომელთანაც მემორანდუმი გავაფორმეთ.ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე!

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

სერვისები

ტეგები: