Fortis Healthcare Limited კომპლექსური ორგანიზაციაა.
ინდოეთის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია კლინიკებისა და სადიაგნოსტიკო ცენტრებისგან შედგება.
ამ დროის მონაცემებით, ორგანიზაცია ოპერირებს ინდოეთში, დუბაიში, მავრიკსა და შრი-ლანკაში. საერთო ჯამში, საუბარია 10 000 პოტენციურ საწოლსა და 314 დიაგნოსტიკურ ცენტრზე.
კომპანია მუმბაიში 4 სამედიცინო ერთეულითაა წარმოდგენილი; ინდოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პაციენტებზე ზრუნავს 4 წარმატებული კლინიკის (Fortis Hospital Mulund, Fortis Kalyan, SL Raheja Hospital - A Fortis Associate, Hiranandani Hospital) მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
კლინიკებში დანერგილია კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ნევროლოგიური, უროლოგიური, გასტროენტეროლოგიური, პულმონოლოგიური, ენდოკრინული, ონკოლოგიური, ოფთალმოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მასშტაბით აღნიშნული სამედიცინო ორგანიზაცია ფლობს ყველაზე ფართომასშტაბიან პროგრამას ორგანოთა ტრანსპლანტაციის დარგში. კლინიკა რეციპიენტს სთავაზობს თანამედროვე სერვისს. კლინიკაში ტარდება ღვიძლის, თირკმლისა და გულის გადანერგვა. დაცულია პრე და პოსტ ტრანსპლანტაციის ეფექტურად მართვისთვის საჭირო ყველა პირობა.
ცნობისათვის, კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მეოთხე თაობის და ვინჩის სისტემის რობოტულ ქირურგიას. უახლესი ტექნოლოგიური მეთოდი ქირურგებს ონკოლოგიური, უროლოგიური და გინეკოლოგიური დაავადების მკურნალობისას კომპლექსური პროცედურების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს.
ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: hticenter18@gmail.com