კლინიკა, რომელმაც არაერთ წყვილს შვილი აჩუქა
1958 წელს პროფესორ იოსებ ჟორდანიას მიერ დაარსებული ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი პირველი დაწესებულებაა, რომელმაც რეპროდუქტოლოგიის სფეროში დაიწყო მოღვაწეობა.
კლინიკაში დანერგილია დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.
პროფესიონალი ექიმები, რომელთაც რეპროდუქტოლოგიის დარგში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ, პაციენტებს სთავაზობენ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ნიშნავენ ინდივიდუალური მკურნალობის კურსს.
კლინიკა საქართველოში რეპროდუქტოლოგიის ეროვნულ ცენტრს წარმოადგენს.
2016 წელს, Vivo Medical Group-ში გაერთიანების შემდეგ, კლინიკა გარემონტდა, განახლდა, თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.
ცენტრში დანერგილია შემდეგი მიმართულებები:
- მეან-გინეკოლოგია;
- რეპროდუქტოლოგია;
- ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა;
- საოფისე გინეკოლოგია;
- ენდოსკოპიური ქირურგია;
- ბავშვთა გინეკოლოგია;
- მამოლოგია და სხვა.
კლინიკაში დანერგილია უნაყოფობის, ანუ უშვილობის მკურნალობის ყველა მეთოდი და მათ შორის:
- საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია;
- ინ ვიტრო განაყოფიერება;
- ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი.
ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: hticenter18@gmail.com