როცა არ ეძებთ საზღვარგარეთ მკურნალობის გზებს და აღარ გიწევთ უამრავი ბარიერის გადალახვა - სამედიცინო სერვისის გერმანული ხარისხი თქვენ ქალაქში, თქვენ სამსახურშია! დიახ - თბილისში უკვე გვაქვს ,,გერმანული ჰოსპიტალი’’ - მრავალპროფილური კლინიკა, სადაც მომსახურებას გაგიწევენ უმაღლესი რანგის გერმანელი და ქართველი სპეციალისტები. „გერმანული ჰოსპიტალი“ მოზრდილთა და ბავშვთათვის არის ახალი სიტყვა სამედიცინო სფეროში! აქ, ქვეყნიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი გერმანული ხარისხის მომსახურების მიღება. საჭიროების შემთხვევაში, კლინიკა ახორციელებს ანალიზების გერმანიაში გაგზავნას, ასევე ტომოგრაფიისა და რენტგენის სურათების გაშიფვრას კონსულტანტი გერმანელი პროფესორების მეშვეობით. „გერმანული ჰოსპიტალი“ პაციენტებს სთავაზობს განსხვავებულ, მაღალი სტანდარტის თანამედროვე კონცეფციას.
კლინიკის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს ახორციელებს პროფესორი პეტერ ჰენინგსენი (Prof. Peter Henningsen). ჰოსპიტალის სამეცნიერო საბჭო შედგება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო დეპარტამენტის პროფესორთა ჯგუფისაგან: ქირურგიული მიმართულების კურატორია პროფესორი კარლ ბერნჰარდ მაიერი (Prof. Karl Bernhard Meyer), პედიატრიული მიმართულების კურატორი - პროფესორი მალ უოლკერი (Prof. Mall Volker) და ონკოლოგიური მიმართულების კურატორი პროფესორი ქრისტიან პეშელი (Prof. Christian Peschel). ქართული მხრიდან კლინიკის სამეცნიერო საბჭოს წარმოადგენს პროფესორი გია ხუბუა, მისი კოორდინაციით ხდება გერმანელი ექიმებისა და პროფესორების ჩართულობა გერმანულ ჰოსპიტალში.
დღეისათვის, ეს გახლავთ კლინიკა, რომლის ხარისხსაც უკვე ენდობიან საქართველოში სამედიცინო ტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორებიც. მათ საქართველოში, „გერმანულ ჰოსპიტალში“ ხვდებათ მომსახურების ევროპული მოდელი. ჰოსპიტალში მოხვედრისას პაციენტი თავს არ გრძნობს საავადმყოფოში - თითოეულ პაციენტს, ინდივიდუალურად, განსაკუთრებული ზრუნვით ხვდება კლინიკის თანამშრომელი, რომელიც მის გვერდითაა კონსულტაციებისა და გამოკვლევების დასრულებამდე. კოორდინატორი კი აღჭურვილია პლანშეტით, სადაც ინახავს და საიდანაც გასცემს პაციენტზე სრულ ინფორმაციას.
ყველა პალატა აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილი და საშხაპეთი. პაციენტებს მიეწოდებათ მათთვის სპეციალურად მომზადებული საკვები, რომელიც შედის სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში. კლინიკაში არის კაფეტერია, სადაც პაციენტის თანმხლებს შეუძლია დაისვენოს და მიირთვას ჯანსაღი საკვები.
ჰოსპიტალი განთავსებულია თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მარცხენა სანაპიროზე, რაც მაქსიმალურად აადვილებს გადაუდებელი შემთხვევების დროს კლინიკამდე მისვლას. შენობა 8 სართულიანია, გათვლილია 120 საწოლზე და სამედიცინო დახმარებას უწევს როგორც მოზრდილებს, ასევე პატარებს.
პედიატრიული განყოფილების უმეტესი პალატა ერთსაწოლიანია, რათა თავიდან ავიცილოთ კლინიკის შიგნით ინფექციის გადატანა, ხოლო ბავშვმა და მშობელმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად იგრძნოს. ჰოსპიტალი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრითა და აპარატურით.
კლინიკა ჩართულია როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ასევე არის კერძო სადაზღვევო კომპანიების პირველი რიგის პროვაიდერი.
ჰოსპიტალს აქვს შემდეგი განყოფილებები:
- გადაუდებელი დახმარება - ემერჯენსი როგორც დიდების, ასევე პატარების.
- ამბულატორია, სადაც პაციენტების მიღებას მოახდენენ სხვადასხვა წამყვანი ქართველი და გერმანელი სპეციალისტები.
- პედიატრიული დეპარტამენტი - მათ შორის ბავშვთა ინფექციური, ტოქსიკოლოგიური, რეანიმაციული, თერაპიული, ბავშვთა ქირურგიის, ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული განყოფილება.
- ჰემატო-ონკოლოგიური განყოფილება, კომფორტული ქიმიოთერაპიული სამანიპულაციოებით და სტაციონარით.
- კარდიოლოგიური დეპარტამენტი გადაუდებელი და გეგმიური კარდიოლოგიური დახმარებით, მათ შორის კორონოგრაფიით და სტენტირებით.
- ნევროლოგიური, ქირურგიული, ნეიროქირურგიული, ტრავმატოლოგიური, რეანიმაციული, ოტოლარინგოლოგიური, თერაპიული განყოფილებები.
- მოზრდილთა ქირურგიული დეპარტამენტები:
ზოგადი ქირურგია
ტრავმა-ორთოპედია
ოტო-რინო-ლარინგოლოგია
ყბა-სახის ქირურგია
ნეიროქირურგია
ანგიო და მიკრო ქირურგია
პროქტოლოგია
გინეკოლოგია
უროლოგია
- ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტები:
ზოგადი ქირურგია;
ტრავმა-ორთოპედია;
ოტო-რინო-ლარინგოლოგია;
ყბა-სახის ქირურგია;
უროლოგია;
- თანამედროვე რადიოლოგიური განყოფილება, კომპიუტერული ტომოგრაფია, კლინიკური ლაბორატორია.
გერმანული ჰოსპიტალის მიზანია შეამციროს იმ პაციენტების ნაკადი, რომლებიც მიდიან სამკურნალოდ საზღვარგარეთ და გაუწიოს მათ ანალოგიური ხარისხის სამედიცინო მომსახურება თბილისში ქართველ და გერმანელ ექიმებთან ერთად. კლინიკას დაგეგმილი აქვს გახდეს ამიერკავკასიაში საუკეთესო რეგიონალური ჰოსპიტალი და მოემსახუროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
ენდეთ გერმანულ ხარისხს, რომელსაც საქრთველოში ანალოგი არ ჰყავს.
ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: hticenter18@gmail.com