სადაც გისმენენ და ესმით შენი, სადაც ზრუნავენ და გგულშემატკივრობენ, სადაც პრიორიტეტი პაციენტი, ოჯახი და ახალი სიცოცხლეა...
ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქტიული ჯანმრთელობის დარგში, დღეისათვის, საქართველოში ათეულობით კლინიკა ფუნქციონირებს. ქართული მედიცინისთვის ეს მეტნაკლებად ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი და ინოვაციებზე ორიენტირებული დარგია. ბოლო დროს, განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა სერვისზე უცხოელი წყვილების მხრიდან. ჩვენს კომპანიასაც არაერთი ოჯახი დაუკავშირდა და ჩვენც, მოთხოვნიდან გამომდინარე, დეტალურად შევისწავლეთ ქართული სამედიცნო რეპროდუქტოლოგიის სფერო. ყურადღება ახლადშექმნილმა კლინიკამ მიიპყრო, თავისი ყვითელ-ლურჯი ფერებით, თუმცა ვიზუალი ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანი აღმოჩნდა... და ჩვენც, ვიდრე საპარტნიორო ვალდებულებებს გავიზიარებდით, რამდენიმე ქართველი და არაქართველი პაციენტი დავაკავშირეთ კლინიკასთან. აღმოჩნდა, რომ GGRC უდავოდ ახალი სიტყვაა რეპროდუქციული მედიცინის დარგში!
ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ინ ვიტრო განაყოფიერება - ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს. აქ შემოგთავაზებენ: უშვილობის სრულყოფილ გამოკვლევებს (ჰორმონული, ბაქტერიულ-ვირუსული ტიპის, გინეკოლოგიური ლაპაროსკოპია-ჰისტეროსკოპია) და მკურნალობის ყველა მეთოდს. შეარჩევენ როგორც კონსერვატიულ, ისე ოპერაციულ და დამხმარე ART რეპროდუქციულ მეთოდებს - საშვილოსნოს შიგა ინსემინაცია და ინ ვიტრო (სინჯარაში) განაყოფიერება.
საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ “ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში ხდება ონკოლოგიური პაციენტების რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნების და მართვის პროტოკოლის შერჩევა კონსილიუმის საფუძველზე, სადაც მონაწილეობას იღებენ უცხოელი და ქართველი რეპროდუქტოლოგები, ონკოლოგები და ქიმიოთერაპევტები. ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდება სასქესო უჯრედების შენახვა ქიმიოთერაპიის და დასხივების პროცედურის დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შემდგომ რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენას და შენარჩუნებას. კლინიკის კონსულტანტები არიან ისრაელის, თურქეთის, რუსეთის, ბელორუსიის და უკრაინის წამყვანი სპეციალისტები.
“ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში“ შესაძლებელია ჩაიტაროთ ინ ვიტრო განაყოფიერების მკურნალობა და კონსულტაცია უცხოელ კოლეგებთან საქართველოდან გაუსვლელად.
„ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC“ - წარმატებით თანამშრომლობს სუროგაცია-დონაციის ცენტრთან MLS, რომელიც კლინიკის პაციენტებისთვის უზრუნველყოფს, როგორც სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის შერჩევას საკუთარი პერსონალური ბაზიდან, ასევე პროტოკოლის დაგეგმვას ქართველი და უცხოელი პაციენტებისათვის. უცხოელი პაციენტებისთვის MLS ასევე უზრუნველყოფს კვალიფიციური იურისტის მომსახურებას (ხელშეკრულების გაფორმებისა და ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ჩათვლით).
მომსახურების სრული სერვისით, ინდივიდუალური აგენტისა და მედდის მხარდაჭერით, საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს ემბრიონის NGS კვლევას ისრაელის, თურქეთის, და უკრაინის წამყვანი ლაბორატორიების ბაზაზე.
კლინიკაში ასევე, ფუნქციონირებს საგარანტიო პროგრამა ინ ვიტრო განაყოფიერების საჭიროების მქონე პაციენტებისათვის.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც კლინიკას გამოარჩევს სხვა ცენტრებისაგან და მას სოციალურად პასუხისმგებლის სტატუსს ანიჭებს - ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს უშვილო წყვილების დახმარების ფონდი, რომელიც სოციალურად დაუცველი და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.
“ქართულ-გერმანულ რეპროდუქციული მედიცინის ცენტრში“ პირველი ნაბიჯისთანავე აცნობიერებ, რომ კეთილგანწყობილი და საიმედო ადამიანების ხელში ხარ. ეს არის ადგილი, სადაც იღებთ მაღალი ხარისხის, თანამედროვე გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დამყარებულ სერვისს, სადაც გისმენენ და ესმით შენი, სადაც ზრუნავენ და გგულშემატკივრობენ, სადაც პრიორიტეტი პაციენტი, ოჯახი და ახალი სიცოცხლეა.
ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: hticenter18@gmail.com