„ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“
HTI Center-ის პარტნიორი MLPCARE Group-ი თურქეთის უმსხვილესი ჯანდაცვის ქსელია, რომელიც 4 სამედიცინო ორგანიზაციას აერთიანებს, Medical Park Group-ის, Liv Hospital Group-ისა და VM Medical Park Group-ის კლინიკებს და Istinye-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტლებს.
„ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“- ეს გახლავთ MLPCARE Group-ის სლოგანი, რა პრინციპითაც თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი 1991 წლიდან დღემდე უდიდესი პროგრესითა და წარმატებით მოვიდა.
დიდი გამოცდილების, მოწინავე ტექნოლოგიებისა და პერსონალური მომსახურების მეშვეობით, Medical Park-ი გლობალურ დონეზე უზრუნველყოფს ჯანდაცვის სფეროში თავისუფალ და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას: მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას - პაციენტისთვის ყველაზე უსაფრთხო და კომფორტულ პირობებში - საუკეთესო და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით. MLPCARE Group-ის ონკოლოგიური, კარდიოვასკულარული, ჰემატოლოგიური და პედიატრიული სერვისები მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე მოთხოვნადია.
უცხოელი პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება Medical Park-ის პრიორიტეტია. კლინიკების ქსელი Medical Park-ი, როგორც ლიდერი ჯანდაცვის მომსახურების სფეროში და ერთ-ერთი ყველაზე ადაპტირებული ორგანიზაცია უცხოელი მომხმარებლისთვის, პაციენტებს სთავაზობს სამედიცინო სერვისების სრულ სპექტრს. აეროპორტიდან - აეროპორტამდე Medical Park-ის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი უცხოელი პაციენტების მომსახურების ცენტრის სპეციალისტები სრული პასუხიხმგებლობით და პაციენტისა და მისი თანმხლების ინტერესების დაცვით აკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტს მომსახურების კუთხით.
კოლექტივის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანაგრძნობითა და გაგებით ეკიდებიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ვიზიტორებს, ყველა კულტურის წარმომადგენელს და ცდილობენ, რაც შეიძლება სასიამოვნო და კომფორტული გახადონ თითოეული პაციენტის ყოფნა კლინიკის კედლებში.
მომსახურების ხარისხზე მუდმივი ზრუნვა MLPCARE Group-ის შიდა პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია – ეს გულისხმობს, პაციენტების და პერსონალის კომფორტის უზრუნველყოფას, მათი უფლებების დაცვას, მაღალპროფესიონალი კადრებით საერთაშორისო დონის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და რაც მთავარია, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას ხელმისაწვდომ ფასად.
Medical Park-ის ძლიერი მხარეები:
ტრანსპლანტაციის ცენტრი - თირკმლის გადანერგვა, ღვიძლის გადანერგვა, პანკრეასის გადანერგვა და რქოვანას ტრანსპლანტაციის ოპერაციები ხორციელდება ორგანოთა გადანერგვის ცენტრებში. Medical Park-ის ანტალიის ჰოსპიტალების კომპლექსის ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრმა 2011 წელს კიდევ ერთხელ შეასრულა მსოფლიოში ტრანსპლანტაციის ოპერაციების ყველაზე დიდი რაოდენობა.
MLPCARE-ის ორგანოთა ტრანსპლანტაციის განყოფილებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თირკმლის გადანერგვის აქტიურ ცენტრებს შორის გადანერგვების მაღალი რაოდენობით.აშშ-ს ყველაზე აქტიურმა ორგანოთა გადანერგვის ცენტრებმაც კი ვერ შეძლეს წლიურად ორგანოთა გადანერგვების ის რაოდენობა, რაც Medical Park-ის ჯგუფმა შეძლო 2017 და 2018 წლებში.
Adult and Pediatric Boun Marrow Transplantation centers - მოზრდილთა და პედიატრიული ძვლის ტვინის გადანერგვის ცენტრები, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტებით, ინტეგრირებული არიან საერთაშორისო ძვლის ტვინის ბანკში. აღნიშნული ცენტრების ექსპერტი ექიმები საერთაშორისო კოლეგებს ტრენინგს უტარებენ. 2016 წელს თურქეთის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, Medical Park-ის ანტალიის ჰოსპიტალების კომპლექსმა, თურქეთის ცენტრების ტოპ ხუთეულში, აიღო პირველი ადგილი, ვინაიდან სწორედ აღნიშნულმა ჯგუფმა აჩვენა პედიატრიული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის უპრეცედენტო რაოდენობა.
Gamma Knife Radiosurgery - მსოფლიო კლასის Gamma Knıfe-ით რადიაციული ქირურგია, რომელიც ბაჰჩეშირის უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება გიოზტეპეში.
Oncology Surgery - ონკოლოგიური ქირურგია.
Advanced Robotıc Surgery Center - უახლესი რობოტული ქირურგიის ცენტრი.
Genetıc Dıagnosıs Center - გენეტიკური დიაგნოსტიკის ცენტრი.
In-vitro fertilization Center - ინ-ვიტრო განაყოფიერების ცენტრი. დაორსულების პროცენტი: 55-60% (საშუალო ასაკი-35წ.) 40% (დაახლოებით 40 წელი).
MLPCARE Group - ი ამბიციური ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს, მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით, საზოგადოებისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებით, ამავე დროს სამედიცინო ეთიკის პრინციპების და პაციენტის უფლებების პატივისცემით გახდეს ჯანდაცვის სექტორში პირველი, ბრენდული და საუკეთესო.
სავსებით დამსახურებულად MLPCARE Group-ი ფლობს JCIA (საერთაშორისო გაერთიანებული კომისიის აკრედიტაცია) ამერიკულ სტანდარტს.
ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: hticenter18@gmail.com