აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფი

აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფი

აჯიბადემის ჯანდაცვის ჯგუფი - HTI Center-ის ოქროს პარტნიორია

Acıbadem Healthcare Group - ეს არის თურქეთის მაღალი ხარისხის სამედიცინო სტანდარტების კლინიკათა ქსელი, რომელიც 1991 წლიდან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და დღეს თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია კერძო ჯანდაცვის სფეროში, ასევე მსოფლიოს წამყვან კლინიკებს შორის მოწინავე ადგილზეა პროფესიონალიზმით და სამედიცინო სერვისის მაღალი ხარისხით.  აჯიბადემის ჯგუფი 22 საავადმყოფოსა და 19 ამბულატორიულ კლინიკას აერთიანებს და მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ქსელია IHH Healthcare Berhad-ის ეგიდით. ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პაციენტები ირჩევენ თურქეთის უდიდეს სამედიცინო ქსელს - აჯიბადემს, რომელიც პაციენტებს სთავაზობს  უახლეს, მსოფლიოს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე მედიკოს-ექსპერტთა მომსახურებას.

აჯიბადემის ქსელს საკუთარი საავადმყოფოები თურქეთის გარეთ, სხვა ქვეყნებშიც აქვს, მათ შორის მაკედონიაში, ერაყსა და ჰოლანდიაში. სულ რაღაც 2 ათეული წლის წინ თურქეთიდან პაციენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ სამედიცინო სერვისის მისაღებად, დღეისათვის კი მსოფლიოს სამედიცინო ელიტა აღიარებს თურქეთის მომსახურებას, როგორც ყველაზე ხარისხიანს მსოფლიოში.

საქართველოს გეოგრაფიული მოცემულობის გათვალისწინებით, სწორედ თურქეთის სამედიცინო სფერო იწვევს მაღალ დაინტერესებას ადგილობრივ მომხმარებელში. სწორედ ამიტომ აჯიბადემის კლინიკათა ქსელი ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ერთგული პარტნიორია.

 

რატომ ვირჩევთ აჯიბადემს?

გლობალურად კონკურენტული ინტეგრირებული ჯანდაცვის მომსახურება

სამედიცინო მომსახურების სისტემის ფარგლებში, Acıbadem Labmed-ი გვთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის გენეტიკის, პათოლოგიების, ღეროვანი უჯრედებისა და სისხლის დაავადებების მკურნალობას. Acıbadem Healtcare Group-ი, შვილობილი კომპანიების მეშვეობით გვაწვდის დამატებით მომსახურებას ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული ყველა მიმართულებით, მათ შორის, Acıbadem პროექტების მენეჯმენტი, რომელიც ავითარებს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს. Acibadem Mobile Health - უზრუნველყობს მობილურ სამედიცინო მომსახურეობას და APlus, რომელიც პასუხისმგებელია საავადმყოფოებსა და დიდ დაწესებულებებში ჰიგიენის ნორმების დაცვასა და ქეთერინგ მომსახურებაზე.

 

ხელსაყრელი სერვისების შეთავაზება წარჩინებული ცენტრების გამოცდილებით

ამ ჯგუფში შემავალი ყველა საავადმყოფო აკმაყოფილებს საერთაშოსო სტანდარტებს და გამორჩეულია საუკეთესო სამედიცინო ცენტრებს შორის. 9 ონკო ცენტრი (ქირურგიული, რადიოთერაპია, ქიმიოთერაპია), 12 გულის ცენტრი (ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოლოგია და კარდიოქირურგია), 11 ინ-ვიტრო განაყოფიერების ცენტრი (უშვილობა - IVF), 5 ორგანოთა ტრანსპლანტაციის ცენტრი (ღვიძლის, თირკმლის, ძვლის ტვინის), 6 ხერხემლის პათოლოგიათა ცენტრი, 17 ძუძუს სკრინინგ ცენტრი, 8 ჭარბწონიანობის ცენტრი, 4 ანორექციის ცენტრი, 1 სპორტული მედიცინის ცენტრი, აკრედიტებული FIFA-ს მიერ, 10 ბირთვული მედიცინისა და 8 რობოტული ქირურგიის ცენტრი. ყველა მათგანი აკრედიტებული და კვალიფიცირებულია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, მათი მოწინავე ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ექსპერტების წყალობით, რომელთაც აქვთ უდიდესი გამოცდილება თავიანთ სფეროებში.

 

ჯანდაცვის საერთაშორისო ხარისხი 

“Achibadem Medical Group"-ის მიერ მოწოდებული მომსახურების ხარისხი მხარდაჭერილია დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ. გაერთიანებული კომისიის ინსტიტუტი (JCI) არის დამოუკიდებელი აკრედიტაციის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც განსაზღვრავს და აკონტროლებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის სტანდარტებს. „Achibadem Medical Group“-მა მიიღო ჯანდაცვის  ორგანიზაციის აკრედიტაციის სტანდარტები, რათა გააუმჯობესოს პაციენტთა მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოება. თანამშრომლობა „ლაბორატორიულ მომსახურებასთან დაკავშირებით“, ლაბმედ დორტმუნდ GmbH-თან, რომელიც 30 წელზე მეტია აქტიურად ოპერირებს გერმანიაში, Acıbadem Labmed-მა მიიღო „ISO 15189 კლინიკური ლაბორატორიის აკრედიტაციის სერთიფიკატი“.

 

რატომ ვუწევთ რეკომენდაციას აჯიბადემს?

„Achibadem”-ი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, სადაც წლის განმავლობაში დაახლოებით 4 500 000 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 30 000-მდე პაციენტი მსოფლიოს 47 ქვეყნიდან.

რამდენიმე წლიანი თანამშრომლობის გამოცდილებით, ჩვენს კომპანიას არ ყოლია არც ერთი უკმაყოფილო პაციენტი, კლინიკა უზრუნველყოფს მომსახურების სრულ პაკეტს, სამედიცინო სერვისს, კომუნალური პირობების უზრუნველყოფით. თქვენ მუდამ გრძნობთ ასისტენტის თანადგომას და არ ხართ უცხო - უცხო მიწაზე. ჩვენი კომპანია კი უზრუნველყოფს თქვენს საიმედო ხელში მოხვედრას, წინასწარ ვგეგმავთ ვიზიტის ყველა დეტალს თქვენთან ერთად და ყველაზე მნიშვნელოვანი, ავადმყოფობის დროს, ხშირად დრო გადამწყვეტია, ჩვენ ეს ვიცით და აბსოლუტური პუნქტუალურობით ვეკიდებით თქვენს ისტორიას.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

ექიმები

სიახლეები

ტეგები: