ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი HTI Center (health and Tourism International Center) სამედიცინო სერვისის გამტარი კომპანიაა, რომელიც აკავშირებს პაციენტსა და კლინიკას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ,  დღეისათვის საქართველოში ამ ტიპის კომპანიის არსებობა განსაკუთრებით აქტუალურია და აუცილებლობითაა გამოწვეული, რადგან თავად სამედიცინო ტურიზმი, ახალი და სწრაფად განვითარებადი დარგია. მისი ზრდის ტემპები ტურიზმის სხვა სეგმენტებს შორის ყველაზე მაღალია. როდესაც პაციენტი თავის ქვეყანაში ვერ იღებს საჭირო სამედიცინო სერვისს,  იგი ირჩევს მისთვის სასურველ ქვეყანას, ექიმს, კლინიკას, სადაც მას შესთავაზებენ ყველაზე თანამედროვე სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მეთოდებს ხელმისაწვდომ ფასად. სამედიცინო ტურიზმი ასევე  უცხოელი პაციენტების ქვეყნის შიგნით შემოყვანას და სერვისის მიწოდებასაც გულისხმობს, სამედიცინო მომსახურების კუთხით ეს შეიძლება იყოს  პრევენცია, რეაბილიტაცია, მკურნალობა (მათ შორის ოპერაციული).

HTI Center  გახლავთ კომპანია, რომელიც სრულად პაციენტეის ინტერესებზეა მორგებული, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისაგან. ჩვენი ამოცანაა, შევისწავლოთ მომხმარებლის საჭიროებები და დავაკავშიროთ ისინი შესაბამის დაწესებულებებთან. იმავდროულად, მთელი  პროცესის განმავლობაში შევინარჩუნოთ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირი და დავრწმუნდეთ პროცესის შედეგიანობაში. ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ კლინიკებთან, ბალნეოლოგიურ კურორტთან, სარელაქსაციო-გამაჯანსაღებელ ცენტრთან, სამკურნალო-ველნეს კურორტთან, სასტუმროებსა  და ტურისტულ ობიექტებთან, ასევე ყველაზე პრესტიჟულ და წარმატებულ კლინიკებთან და ჰოსპიტალებთან საზღვარგარეთ.

HTI Center  ადგილობრივ და უცხოელ პაციენტებს საქართველოში და საზღვარგარეთ, ყველაზე პრესტიჟულ და საუკეთესო კლინიკებში სთავაზობს შემდეგ სერვისებს:

  • სტომატოლოგია და კბილების პროტეზირება;
  • კოსმეტიკური მედიცინა;
  • მხედველობის კორექცია (ექსიმერული ლაზერის მეთოდით);
  • გულის იშემიური დაავადებების მკურნალობა (სტენტირება, შუნტირება);
  • ფაგებით მკურნალობა (ექსკლუზიური სახეობა, ვინაიდან თბილისის ფაქტერიოფაგი ერთ–ერთი უნიკალური დაწესებულებაა მსოფლიოში);
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება (უშვილობის მკურნალობა, ინ ვიტრო განაყოფიერება და სხვა) და ა.შ 

HTI Center   ასევე გთავაზობთ გამაჯანსაღებელ ტურებს. საქართველო მდიდარია საკურორტო ადგილებით და მას დიდი პოტენციალი გააჩნია  სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით. ქვეყანაში 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია, რომლებსაც მომხმარებლებისათვის სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების შეთავაზება შეუძლიათ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსოფლიოში არსებული ყველა სამედიცინო პროფილის კურორტია, სადაც არსებობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – მინერალური წყალი, ტალახი, გამაჯანსაღებელი ჰავა და აუცილებელი პირობები მათი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნი გამოყენებისთვის.

ულამაზესი ბუნება, მთის და ზღვის სუფთა ჰაერი, უგემრიელესი სამზარეულო, სტუმართმოყვარე მასპინძლები და კვალიფიციური ექიმები, საქართველოში ყველა პირობაა იმისათვის, რომ სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

ჩვენი მიზანია,  ადილობრივ და უცხოელ მომხმარებელს მაქსიმალურად გავუადვილოთ საკუთარ ჯანმრთელობასა თუ დასვენებაზე ზრუნვა.