ცნობილი თურქი ნეიროქირურგი თბილისში კონსულტაციას ჩაატარებს

ცნობილი თურქი ნეიროქირურგი თბილისში კონსულტაციას ჩაატარებს

თუ გაწუხებთ ხერხემლის პრობლემები!

18-19 ნოემბერს თბილისში, ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრისა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის მოწვევით, კონსულტაციებს ჩაატარებს თურქული კლინიკათა ქსელის "მემორიალის" ცნობილი ნეიროქირურგი, პროფესორი ონურ იამანი.

ბატონი ონური გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თურქი ნეიროქირურგი, რომლის დახმარებითაც უამრავი პაციენტი გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები პაციენტები მხოლოდ მას ანდობენ ურთულეს ქირურგიულ მანიპულაციებს ხერხემლის არეში.

იგი ტვინისა და ნერვის, ხერხემლის ქირურგიის გამორჩეული წარმომადგენელია. პროფესორი არის არაერთი ორგანიზაციის საპატიო წევრი და მათ შორის სკოლიოზის კვლევითი ცენტრის, მსოფლიო ხერხემლის ასოციაციის, სპინალური და პერიფერიული ნერვული ქირურგიის ჯგუფის, თურქეთის ხერხემლის ქირურგიის საზოგადოების წარმომადგენელი.

დაგვიკავშირდით თუ გაწუხებთ ხერხემლის პრობლემები:

• ხერხემლის დეფორმაცია;
• სკოლიოზი;
• კიფოზი;
• ხერხემლის ინფექცია;
• თანდაყოლილი ანომალიები;
• ხერხემლისა და ზურგის ტვინის სიმსივნე;
• დისკის თიაქარი;
• ლისთეზი (მალათა შორის ძვრადობის მომატების გამო განვითარებული ერთგვარი ქვეამოვარდნილობა) და სხვა.
აქციით უნდა ისარგებლოთ თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს:

ტკივილი ზურგის არეში;
ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე კიდურებში;
შარდის შეუკავებლობა;
დეფეკაციის შეუკავებლობა;
ერექციული დისფუნქცია და სხვა.
აქციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანს! თურქი პროფესორის პაციენტები არიან როგორც ზრდასრულები, ისე მოზარდები და ახალშობილებიც კი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ ადგილები შეზღუდულია - იჩქარეთ, დაგვიკავშირდით.

რეკომენდებულია კონსულტაციაზე თან იქონიოთ ფორმა 100, რადიოლოგიური კვლევები დასკვნასთან ერთად და ასევე ნებისმიერი იმ ანალიზის საბუთი, რომელიც კი ხერხემლის დაავადების, პრობლემის გამო როდისმე ჩაგიტარდათ.

კონსულტაციაზე ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595 38 00 38;

 WhatsApp: (+995) 595 38 00 38;

 Viber: (+995) 595 38 00 38;

Telegram: (+995) 595 38 00 38;

 Skype: (+995) 595 38 00 38;

 Facebook: Health Tourism Int. Center